1. პროექტის სახელი : კურორტი „სქური“
2. პროექტის მოკლე აღწერა : საქართველო მდიდარია მინერალური წყლებით . ერთ – ერთი მინერალური წყალია „სქური“ , რომელიც მოიპოვება წალენჯიხაში .
3. პროექტის სრული აღწერა : წალენჯიხის ჩრდილოეთით მდებაღეობს კურორტი „სქური“ . აქ მდებარეობს სამკკურნალო მნიშვნელობის მინერალური წყალი „სქური“_ს საბადო . საბადო დაკავშირებულია შუა და იურულ , ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან . წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუა იურულ ვულკანოგენური ქანებიდან . აღნიშნული მინერალური წყალი გამოიყენება კუჭნაწლავის , პანკრეატიტის , ღვიძლის , საშარდე და სანაღვლე გზების ქრონიკული და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დავადებებისას . მინერალური წყალი „სქური“ მთლიანად აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს . საბჭოთა პერიოდში „სქური“-ს ჩამოსხმა ადგილზე ხდებოდა და წყალი გასაყიდად გაჰქონდათ , როგორც ადგილობრივ ისე სხვა ქვეყნის ბაზრებში . სამწუხაროდ ეს საკითხი დღეს პრობლემურია .
ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფები , რომლებიც გადაინაწილებენ მოვალეობებს , კერძოდ : პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას კურორტ "სქურ"–ში არსებულ ბონებრივ რესურსებზე .
მეორე ჯგუფი შეისწავლის მინერალური წყალის შემადგენლობას .
მესამე ჯგუფი შეადგენს კურორტის ადგილობრივ გეგმას .
მეოთხე ჯგუფი შეისწავლის კურორტში არსებულ ისტორიულ ძეგლებს .
კურორტი „სქური“-ს შემოგარენი ტყითაა დაფარული . ტყეში გვხდება როგორც წიწვოვანი , ისე ფართოფოთლოვანი მცენარეები . აქვე მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული დოლიმეტი . კურორტი „ სქურის“ ტერიტორიაზე გაედინება მდ.ჭანისწყალი , რომელსაც საკმაოდ დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს . მასზე აგებულია მცირე ჰესი „სქურ–ჰესი“ , რომელიც 1958 წლიდან მოქმედებს . ამჟამად კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სქურის „პატრიოტული ბანაკი“. აქვე ისტორიულ ძეგლებსაც შევხვდებით , ესაა ცალნავიანი ეკლესიის ნანგრევი , რომელიც XI საუკუნეში უნდა იყოს აგებული და ძველი ნაციხარი რომელიც სავარაუდოდ ეგრისის სამთავრობოს დროინდელია . ეს პროექტი ითვალისწინებს კურორტი „სქურის“შესწავლას და იქ არსებული რესურსების გამოყენებას .
4. მონაწილეთა ასაკი : 15–16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა : 26.04.2010 წელი–25.05.2010 წელი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :
ისტ-ს საშუალებების გამოყენება . სქურის ხეობაში გასვლა . ადგილობრივი რესურსებისა და ისტორიის გაცნობა .
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია და ფართო საზოგადოებას წარუდგინონ .
8. სარგებელი სხვებისთვის : სამკურნალო მინერალური წყალი „სქური“–ს მნიშვნელობა და მისი გამოყენება სხვადასხვა დავადებების დროს . კურორტში დასვენება . მშენებლობაში მოსაპირკეთებელი მასალის დოლიმეტის გამოყენება .
9. სამუშაო ენა : ქართული
10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ბიოლოგია : შეისწავლის ბუნების დაცვას და ბუნებრივი რესურსების მართვას . ჩამოუყალიბდება ურთიერთდამოკიდებულება როგორც ცოცხალ ასევე არაცოცხალ ორგანიზმებს შორის .
ქიმია : გაეცნობა მინერალური წყალის ქიმიურ შემადგენლობას .დაახასიათებს აქაურ ჰავას .
გეოგრაფია : შეადგენს რუკას , ადგილობრივ გეგმას . დაახასიათებს ამ ხეეობის მდინარეებს (ჭანისწყალი , ინწირა). გაეცნობა მშენებლობაში მოსაპირკეთებელ მასალა დოლიმეტს .
ისტორია : აღწერს ისტორიულ წყაროებს .
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან : არ არის .
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი : ია შანავა .
13.პროექტის ფასილიტატორის ელ . ფოსტა : iashanava2010@gmail.com
14.პროექტის ფორუმი :
15. პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი :iashanava.blogspot.com
ია ძალიან მომეწონა შენი პროექტი. მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ მოძიებას ინფორმაციის და ამავე დროს ეცნობიან მის ღირსშესანიშნოებებს.
ReplyDelete